პროექტი





2024-2025 სასწავლო წელი
პროექტი-ბუნებისმეტყველებაში
თემა: "გზა სახლიდან სკოლამდე"














2024-2025 სასწავლო წელი
პროექტი-ახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
თემა: "წელიწადის დროები  "








 




 

14 აპრილი-დედაენის დღე







პროექტი -გავუფრთხილდეთ ბუნებას










2023-2024 სასწავლო წელი
საგანი-მე და საზოგადოება

პროექტი-ბავშვთა უფლებები და მოვალეობები

 












პროექტი-კლასის ჰიმნი, გერბი.
საგანი :მე და საზოგადოება

თარიღი:10. 04.2024


















პროექტი-პლანეტები

თარიღი:  01.11.2022











პროექტი-"ჩემი საყვარელი პერსონაჟი"
თარიღი-21.04.2022
მიზანი:წიგნიერების პოპულარიზაცია;
ცნობიერების ამაღლება;
პროვოცირების გზით პატარებში კითხვის მოტივაციის აღძვრა;


                                                          



                           



                                                                      









22 აპრილი დედამიწის დღეა
პროექტი-დედამიწა ჩვენი სახლია





                                               





                                                   


























14 აპრილი-დედაენის დღე!













    2021წლის  4 ნოემბერს, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე გააკეთეს 
პროექტი თემაზე - ცხოველები.  "ტყის ნაირსახეობები". პროექტის მიზანი იყო: წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების გარჩევა და დასახელება;ხის სახელის მიხედვით ტყის სახელის წარმოება; ტყის ნადირის საცხოვრებელი გარემოს გაცნობიერება; სუფთა გარემოს აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მსჯელობა.
  მოსწავლეებმა თაბახის ფურცელზე დახატეს და გააფერადეს ხე. შემდეგ გამოჭრეს და კედელზე გამოკრულ ფორმატზე დააწებეს.მოსწავლის რვეულის დანართიდან ამოჭრეს ტყის ნადირთა სურათები და მათ მიერ შექმნილ "ტყეში " დააბინავეს.
ასე გააცოცხლეს "საკლასო ტყე". ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.











პრეზენტაცია  სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

თემა-აპლიკაციები შემოდგომის ფოთლებით.
მიზანი-მასალის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

 ჩატარების თარიღი:27.10. 2021










                                         



















    14 აპრილი ქართული ენის დღეა.  ამ თარიღთან დაკავშირებით  I ა  კლასის მოსწავლეებმა  დაწერეს და გააფორმეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, შემდეგ კი  საკლასო ოთახში გამოფენა მოაწყვეს.



თარიღი-14.04.2021


                                         

  


1 ივნისს ავღნიშნეთ ბავშვთა დაცვის საერღთაშორისო დღე! 

თარიღი-01.06.2021


                                                                                    












25.03.2021 წელს ხელოვნების გაკვეთილზე პირველი კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს  პროექტი თემაზე: "კონსტრუქცია ასანთით". პროექტის  მიზანი იყო: კონსტრუირების უნარ-ჩვევების განვითარება; საზრიანობის, ფანტაზიის, შემოქმედების უნარის გაღვივება. მოსწავლეებმა ააგეს კონსტრუქცია,პლასტელინის პატარა ბურთებით და   ხის წვრილი ჩხირებით. ამ პროექტში ყველა მოსწავლე აქტიურად და ხალისით იყო ჩართული                                                                                                                                         







                                                                                                


                             
                      
                            






პრეზენტაცია- გეომეტრიული ფიგურები
მიზანი: გეომეტრიული ფიგურების სახელების ათვისება. 
 გეომეტრიული ფიგურებით  საგნების აწყობა.
თარიღი-03.12.2020

                                                                                     

                                               





                                                            გააცოცხლე ნახატი ფოტოზე
ბავშვებმა შეარჩიეს ნახატები და შთამბეჭდავად  "გააცოცხლეს" ფოტოზე
თარიღი-18.05.2020



























პროექტი-"სიკეთე გადამდებია"

      24.10.2019  წელს  ჩავატარე სოციალური სახის პროექტი თემაზე-„სიკეთე გადამდებია“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის განვითარების ხელშეწყობა; მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.

პროექტის ამოცანა კი იყო სიკეთის კეთების წესად ქცევა, სხვისთვის ბედნიერების მინიჭება; სხვისი პრობლემის გათავისება და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა;სიკეთის პოპულარიზაცია, რაც გვეხმარება ურთიერთობაში, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში.  ვმუშაობდით ჯგუფურად, წყვილებში და  ინდივიდუალურად. პროექტი ძალიან საინტერესოდ და წარმატებულად წარიმართა.

 











პროექტი-"ბავშვთა უფლებები და მოვალეობები"

 11.11.2019  წელს  ჩავატარე სოციალური სახის პროექტი თემაზე-„ბავშვთა უფლებები და მოვალეობები“ პროექტის მიზანი იყო ბავშვთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება. 

 პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია  ბავშვთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.შევადგინეთ ასოციაციური რუკა,რაც მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.მოვაწყვეთ ანიმაციური ფილმის ჩვენება,რის შემდეგაც გაიმართა ფილმის განხილვა.ასევე პირადი გამოცდილების  საფუძველზე ბავშვებმა მოიყვანეს მაგალითები  და იმსჯელეს.ბოლოს კი საკუთარი  უფლება-მოვალეობები ნახატების საშუალებით გადმოსცეს და წარადგინეს კლასის წინაშე.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობაში.




















  19.09.2019  წელს  ჩავატარე სოციალური სახის პროექტი თემაზე-„ჯანსაღი ცხოვრების წესი“. პროექტის მიზანი იყო  არაჯანსაღი ცხოვრების სტილის გამოვლინება მოსწავლეებში

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად. თითოეულმა  ჯგუფმა  განსხვავებულ თემაზე. პირველმა ჯგუფმა ისაუბრა სწორი კვების აუცილებლობაზე; მეორე ჯგუფმა-ჰიგიენის დაცვაზე; მესამე ჯგუფმა-სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.აღნიშნეს ვარჯიშების დადებითი მხარეები; მეოთხე ჯგუფმა კი შეადგინა დღის რეჟიმი და ოთხივე ჯგუფმა კლასის წინაშე წარადგინა პრეზენტაცია,  რაც მათთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ნახეს ვიდეო - რგოლი  „რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი“. გაიმართა დისკუსია თემაზე: „არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემები“. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. იცავდნენ ქცევის წესებს.





































                



პროექტი-საგზაო უსაფრთხოება

 07.10.2019 წ. ჩავატარე სოციალური სახის პროექტი თემაზე-„საგზაო უსაფრთხოება“. პროექტის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის წესების ამოცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენება პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პროექტის ამოცანა კი იყო გზებზე მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის გააზრება; საგზაო ნიშნების ამოცნობა.პროექტი გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში (07.10.2019-21.10.2019)

  მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. ისინი ეცნობოდნენ სხვადასხვა სახის სიტუაციურ ამოცანებს,წარმოიდგენდნენ თავს გმირების ადგილას და ხდებოდა ამ სიტუაციების საკლასო განხილვა.ყველა ბავშვი თამამად ასაბუთებდა საკუთარ აზრს.შეასრულეს ნახატები საგზაო ნიშნებზე და მოაწყვეს პრეზენტაცია კლასის წინაშე. გაიმართა დისკუსია ვიდეო- რგოლის ჩვენების დროს. ბოლოს კი დაამზადეს პლაკატი ,რაც მათთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო  ჩართული.ყოველი აქტივობა ფასდებოდა განმავითარებელი-წამახალისებელი კომენტარით. 








2019 წლის 5 აპრილს,  გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი -"გაზაფხული შემოსულა ლენ" მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს წინასწარ მოძიებული და მომზადებული ლექსები,ჩანახატები და ნოველები.ასევე მოამზადეს ილუსტრაციები. პრეზენტაციას დირექციაც ესწრებოდა.
































2016-2017სასწავლო წელი


                       " მოვეფეროთ იაკობ გოგებაშვილს და დედაენას"



  

   „დედა ენის“ 140 წლისთავთან დაკავშირებით განვახორციელეთ პროექტი-„მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“.მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა ფორმატზე განათავსეს ფერადი ასო-ბგერები. თითოეული მათგანი ხალისით ასრულებდა დავალებას.

















პროექტი-"წელიწადის დროები"
 თემა-თვეები და სეზონები
მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროებსა და ამინდებს შორის კავშირის დადგენა. მოვლენების ილუსტრაციაზე და რეალობაში ამოცნობა.სეზონის ამსახველი კოლაჟის შექმნა.
კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად.თითოეულმა ჯგუფმა გააცოცხლა ერთი დრო.ჯგუფის წევრებმა დახატეს და გამოჭრეს სურათები და დააწებეს ფორმატზე, კოლაჟს სათაურიც შეურჩიეს.



















2015-2016 სასწავლო წელი

 პროექტი-"მოგზაურობა წარსულში"


         2015 წლის 15 თებერვალს მე-4 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია " მოგზაურობა წარსულში" გაკვეთილის მიზანი იყო  მასალების დამოუკიდებლად მოძიებისა და შემოქმედებითად გამოყენების,პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება. კლასი დაიყო ოთხ გუნდად. თითოეული მოსწავლე აქტიურად იღებდა მონაწილეობას.









   ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივების და პრეზენტაციის უნარის განვითარების მიზნით მოსწავლეებმა იმუშავეს  პროექტზე-„ბუნება მბრძანებელია“მოიძიეს და შეისწავლეს  ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა.საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს ლექსები და დაწერეს. დახატეს ბუნების სურათი. ამ პროექტში ყველა მოსწავლე აქტიურად და ხალისით იღებდა  მონაწილეობას.













პროექტი-"ენაი ესე შემკული და კურთხეული"

    14 აპრილი ქართული ენის დღეა.ამ თარიღთან დაკავშირებით მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია." ენაი შემკული და კურთხეული"პროექტის მიზანი იყო ქართული ენის სიწმინდის დაცვა.გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია და განათავსეს პლაკატზე. 



















































No comments:

Post a Comment