ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივების და პრეზენტაციის უნარის განვითარების მიზნით მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე-„ბუნება მბრძანებელია“მოიძიეს და შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა.საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს ლექსები და დაწერეს. დახატეს ბუნების სურათი. ამ პროექტში ყველა მოსწავლე აქტიურად და ხალისით იღებდა მონაწილეობას.
27 ნოემბერს თვალსაწიერის გაფართოების მიზნით ბავშვები წავიყვანე ექსკურსიაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაათვალიერეს ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილი14 ეთნოგრაფიული ძეგლი: ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი,სამცხე-ჯავახეთი და სხვა... გადაიღეს სურათები, შეასრულეს ხალხური სიმღერები მასწავლებელ ია ჯარიაშვილის ხელმძღვანელობით.
2016 წლის 16 ივნისს სკოლა „კანდიდმა „ჩაატარა სასკოლო ღონისძიება „ახმეტელის თეატრში“ მე-4აკლასის მოსწავლეებმა დადგა რუსული სპექტაკლი „განძის კუნძული“ პედაგოგ დიანა ნიკოლაევასხელმძღვანელოით. სპექტაკლში ყველა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გაფორმებული იყოცეკვებით და სიმღერებით. პატარები სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით იქცეოდნენ.
25 ივნისს ვიყავით ექსკურსიაზე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. მოსწავ-ლეები გაეცნენ მწერლის ცხოვრება- მოღვაწეობას. დაათვალიერეს მისი ნივთები , რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე .
ამის შემდეგ ბავშვები წავიყვანე უფლისციხეში, მოილოცეს და ნახეს კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. გადაიღეს სურათები და კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
No comments:
Post a Comment