2015/2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში კლასში ირიცხება 20 მოსწავლე.
1. ავეტისიანი
სანდრო
2. ალავიძე
გვანცა
3. ასიტშვილი
ნინია
4. გაჩეჩილაძე
ნიკოლოზი
5. გიგანი
ნინო
6. გიორგაძე
გიგი
7. ვანიშვილი
ანანო
8. თურმანიძე
დავით
9. კვაჭაძე
სალომე
10. მამასახლისი თია
11. ფარჯანაძე გიორგი
12. ქარაია ლუკა
13. ხეთაგური ნატალი
14. შარაშენიძე კესარია
15. ხელაძე ლუკა
16. ხვისტანი ნია
17. ხიზანიშვილი ნინო
18. ხინჩაგაშვილი ნინო
19. ჯანგველაძე ნიკოლოზი
20. გივი
ბერიძე
მე-4ა კლასში სწავლა შემდეგი სახელმძღვანელოებით დავიწყე:
ქართული ენა- ვ. როდონაია
მათემატიკა- ბექაური
ბუნება-ლ. შალვაშვილი
ხელოვნება- ნ.მაჭარაშვილი
საათობრივი დატვირთვა:
ქართული-6სთ
მათემატიკა-5სთ
ბუნება-3სთ
ხელოვნება-2სთ
2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვები გონებრივად განვითარებულნი იყვნენ. ყველა დაინტერესებული იყო გაკვე-თილის თემით და სურდათ მეტის გაგება,ამჟღავნებდნენ საკუთარ შესაძლებლობებს რა იცოდნენ და რისი გაკეთებაც შეეძლოთ. ყურადღებით იყვნენ გაკვეთილებზე, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კითხვა-პასუხში, ჯგუფურ მუშაობაში.
სემესტრის განმავლობაში ვთანამშრომლობდი მოსწავლეთა მშობლებთან. ვაცნობდი შვილის ყოფაქცევასა და აკადემიურ მოსწრებას . ერთად განვიხილავდით პრობლემებს.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პერიოდულად ვესწრებოდი ინგლისური ენისა და რუსული ენის გაკვეთილებს და ვაანალიზებდი. ამით ვცდილობდი მოსწავლეებს დავხმარებოდი სირთულეების გადალახვაში.
ქართულ ენაში მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ მუშაობაში,სიტუაციურ თამაშებში.გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ნაწარმოების მიმართ.უკავშირებდნენ პირად
ცხოვრებისეულ გამოცდილებას პერსონაჟის მიმართ
და იხსენებდნენ მსგავს
სიტუაციებს.მსჯელობდნენ ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით.
მოიძიებდნენ ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას.საუბრობდნენ სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე. განავრცობდნენ მოკლედ
გადმოცემულ ამბავს.
მოსწავლეებს შეუძლიათ მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა. ასევე
გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი
ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა.
საპროგრამო მასალა წარმატებით აითვისა 12 მოსწავლემ.
საშუალოდ-8.
ქართულის „კინგსის“ ოლიმპიადაზე მეორე სემესტრში გავიდა: გავიდა:ნინო ხიზანიშვილი,ანანო
ვანიშვილი და ნინო
გიგანი.ნინო გიგანმა აიღო II ხარისხის დიპლომი, ანანო ვანიშვილმა და ნინო ხიზანიშვილმა -III ხარისხის დიპლომი.
მათემატიკის გაკვეთილზე მთელი
წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ
ჩართულნი მოსწავლეები. მუშაობდნენ როგორც
ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად.კვირაში ერთხელ წერდნენ შემაჯამებელ ტესტებს,ვაფასებდი განმავითარებელი კომენტარით და ვცდილობდით ხარვეზების გამოსწორებას.
მათემატიკაში მოსწავლეებს შეუძლიათ ორნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე ზეპირად გაყოფა.ხსნიან რიცხვის 100-ზე,1000-ზე და ა.შ. ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს.
აღწერენ/განმარტავენ სვეტოვანი დიაგრამის სახით
წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად და წერილობით.სვამენ
საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების შესახებ. ასევე შეუძლიათ მთელის
ნაწილების ერთმანეთისაგან განსხვავება, დასახელება და შედარება.იყენებენ დროის
ერთეულებს შორის ცნობილ
თანაფარდობას და არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით პოულობენ დროის
ინტერვალს.
მათემატიკის საპროგრამო მასალა
წარმატებით აითვისა 10-მოსწავლემ. საშუალოდ-9. სუსტ
მოსწავლესთან- თია მამასახლისთან ვმუშაობდი დამატებით. უჭირდა
ორმომედებიანი ამოცანების ამოხსნა, რიცხვების გარკვეულ თანრიგამდე დამრგვალება,სივრცული ფიგურების ამოცნობა.მუშაობაში აქტიურად მეხმარებოდა მშობელიც, ასეთმა
მუშაობამ მეტნაკლებად გამოიღო შედეგი.
მათემატიკის „კინგსის“ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო:
ნინია ასიტაშვილმა, ლუკა
ქარაიამ, ნინო გიგანმა, გიგი
გიორგაძემ , ანანო ვანიშვილმა და
სალომე კვაჭაძემ.
ლუკა
ქარაიამ და სალომე
კვაჭაძემ აიღო სერთიფიკატი.ნინიამ
და ანანომ-III ხარისხის დიპლომი, გიგი გიორგაძემ და ნინო გიგანმა -II ხარისხის.
სიყვარულით ეკიდებიან ხელოვნების გაკვთილებს.გაკვეთილ-ზე მოსწავლეებს შეუძლიათ დაგეგმონ შესასრულებელი სამუ-შაოს თანმიმდევრობა.იცავენ
დროის ლიმიტს ყველა
ტიპის აქტივობის შესრულებისას.მონაწილეობენ გუნდურ
სამუშაოში. (ერთობრივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში) საუბრობენ საკუთარ და სხვათა ნამუშევარში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე.ცდილობენ მათ შეფასებას. სვავენ
კითხვებს და პატივს
ცემენ ერთმანეთის აზრს.
ხელოვნების გაკვეთილზე გავაკეთეთ პროექტი: „მოგზაურობა წარსულში“კლასი
დაიყო ოთხ ჯგუფად.თითოეული ჯგუფის
წევრებმა ერთობრივად განსაზღვრეს მოცემული თემის
გაკვეთილებზე განხილულ რომელ
ქვეყანას შეარჩევდნენ პროექტისათვის. I-ჯგუფმა
შეარჩია ძველი ჩინეთი,
II-ძველი საბერძნეთი, III-ძველი
რომი, IV-ძველი ეგვიპტე. მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, ფოტოები, შეასრულეს ნახატები ფორმატზე და წარადგინეს კლასის
წინაშე. მოაწყვეს გამოფენა. მუშაობის პროცესში ბავშვები ხალისით ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ეს პროექტი ბავშვებისათვის მეტად
საინტერესო და სახალისო იყო.
ბუნების გაკვეთილებზე მოსწავლეები მუშაობენ:ჯგუფურად,ინ-
დივიდუალურად და წყვილებში.ბავშვებს შეუძლიათ მარტივი ცდების ჩატარება.აკვირდებიან და აღწერენ გეოგრაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს სეზონების მიხედვით.მო- ნაცემებს წარმოადგენენ ჩანაწერების ან ფოტოების სახით.
მოსწავლეებს შეუძლიათ დედამიწის ფორმაზე მსჯელობა, მზის სისტემის აღწერა,ხატავენ პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებენ მზიდან
დაშორების მიხედვით.
ბავშვებს ასევე
შეუძლიათ პირადი და საზოგადოებრივი წესების დაცვა.იცავენ უსაფრთხო ქცევის
წესებს. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები წლის
განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ.
თვალსაწიერის გაფართოების მიზნით
27 ნოემბერს ბავშვები წავიყვანე ექსკურსიაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაათვალიერეს ღია ცის ქვეშ
მუზეუმში წარმოდგენილი14 ეთნოგრაფიული ძეგლი:
ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი,
სვანეთი,სამცხე-ჯავახეთი და სხვა.. გარდა ამისა, ნახეს მუზეუმში დაცული სხვადასხვა სახის ქსოვილის (ხალიჩე-ბი, ფარდაგები, ხალხური სამოსელის ნიმუშები),ხის,კერამიკის, ტყავის ნაკეთობანი. გადაიღეს სურათები,
შეასრულეს ხალხური სიმღერები მასწავლებელ ია ჯარიაშვილის ხელმძღვანელობით.
2016 წლის 4 მარტს IVა ჩავატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში.გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის გახსენება, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება. მუშაობა წარიმართა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით. მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარი. საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა ოლიმპიადა „კინგსის „ გამარჯვებულებს გადასცა სიგელები.
ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივების
და პრეზენტაციის უნარის განვითარების მიზნით მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე-„ბუნება მბრძანებელია“მოიძიეს და შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა.საკუთარი გემოვნებით
შეარჩიეს ლექსები და დაწერეს. დახატეს ბუნების სურათი. ამ პროექტში ყველა მოსწავლე აქტიურად და ხალისით იღებდა
მონაწილეობას.
2016 წლის 16 ივნისს სკოლა „კანდიდმა
„ჩაატარა სასკოლო ღონისძიება „ახმეტელის თეატრში“ მე-4ა კლასის მოსწავლეებმა დადგა რუსული სპექტაკლი „განძის კუნძული“ პედაგოგ დიანა ნიკოლაევას
ხელმძღვანელოით. სპექტაკლში ყველა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გაფორმებული იყო ცეკვებით და სიმღერებით.
პატარები სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით იქცეოდნენ.
25 ივნისს ვიყავით ექსკურსიაზე
ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. მოსწავ-ლეები გაეცნენ მწერლის ცხოვრება- მოღვაწეობას. დაათვალიერეს
მისი ნივთები , რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე .
ამის შემდეგ ბავშვები წავიყვანე უფლისციხეში, მოილოცეს და ნახეს კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. გადაიღეს
სურათები და კმაყოფილები დაბრუნდნენ
შინ.
No comments:
Post a Comment