საგნობრივი ანგარიში ( I სემესტრი)
2015/2016 სასწავლო წელს მე-4 ა კლასში ირიცხება 20 მოსწავლე
1.ავეტისიანი
სანდრო
2.ალავიძე
გვანცა
3.ასიტშვილი
ნინია
4.გაჩეჩილაძე
ნიკოლოზი
5.გიგანი
ნინო
6.გიორგაძე
გიგი
7.ვანიშვილი
ანანო
8.თურმანიძე
დავით
9.კვაჭაძე
სალომე
10.
მამასახლისი თია
11.
ფარჯანაძე გიორგი
12.
ქარაია ლუკა
13.
ხეთაგური ნატალი
14.
შარაშენიძე კესარია
15.
ხელაძე ლუკა
16.
ხვისტანი ნია
17.ხიზანიშვილი
ნინო
18.ხინჩაგაშვილი
ნინო
19.ჯანგველაძე
ნიკოლოზი
20.გივი ბერიძე
20.გივი ბერიძე
მე-4ა კლასში სწავლა შემდეგი სახელმძღვანელოებით დავიწყე:
ქართული ენა- ვ. როდონაია
მათემატიკა- ბექაური
ბუნება-ლ. შალვაშვილი
ხელოვნება- ნ.მაჭარაშვილი
საათობრივი დატვირთვა:
ქართული-6სთ
მათემატიკა-5სთ
ბუნება-3სთ
ხელოვნება-2სთ
2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვები გონებრივად
განვითარებულნი იყვნენ. ყველა დაინტერესებული იყო გაკვეთილის თემით და სურდათ მეტის გაგება,ამჟღავნებდნენ
საკუთარ შესაძლებლობებს, რა იცოდნენ და რისი გაკეთებაც
შეეძლოთ.ყურადღებით იყვნენ გაკვეთილებზე, აქტიურ მონაწი-ლეობას იღებდნენ კითხვა-პასუხში, ჯგუფურ მუშაობაში.
სემესტრის განმავლობაში ვთანამშრომლობდი მოსწავლეთა მშობლებთან. ვაცნობდი
შვილის ყოფაქცევასა და აკადემიურ მოსწრებას . ერთად განვიხილავდით
პრობლემებს.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პერიოდულად ვესწრებოდი ინგლისური
ენისა და რუსული ენის გაკვეთილებს და ვაანალიზებდი. ამით ვცდილობდი
მოსწავლეებს დავხმარებოდი სირთულეების გადალახვაში.
ქართულ ენაში მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ
ჯგუფურ
მუშაობაში, სიტუაციურ თამაშებში,
მონაწილეობდნენ მხატვრული
ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიებში, გამოხატავდნენ საკუთარ ემოციებს, განცდებს და ცდილობენ მათ ახსნას.
წარმართავდნენ დიალოგებს. მსჯელობენ ნაწარმოებში
ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე, მათთვის საინტერესო და
მნიშვნელოვანი
კუთხით. აფასებენ გმირის საქციელს, განმარ-ტავენ თავიანთ დამოკიდებულებას. პერსონაჟის მოქმედებას
უკავშირებენ პირად, ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსე-ნებენ მსგავს სიტუაციებს.
საპროგრამო მასალა
წარმატებით აითვისა 8 მოსწავლემ: გიგი გიორგაძემ, ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ, ანანო
ვანიშვილმა,
ნინო ხიზანიშვილმა, ნია ხვისტანმა, ნიკოლოზ ჯანგველაძემ, ნინო გიგანმა და ნინო
ხინჩაგაშვილმა.
ვმუშაობდი დამატებით სუსტ ბავშვთან თია მამასახლისთან. ვთანამშრომლობდი მის მშობელთან, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას შვილის აღზრდაში.
ქართულის
„კინგსის“ ოლიმპიადაზე გავიდა: ნია ხვისტანი, ანანო ვანიშვილი, ლუკა ქარაია,
გიგი გიორგაძე, ნინო ხინჩაგაშვილი, ნინო ხიზანიშვილი და ნინო გიგანი.
ბავშვებმა წარმატებებს მიაღწიეს და სერთიფიკატები აიღეს. მათთვის დიდი
სტიმული იყო.
მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩართულნი. ხშირად ვმუშაობდით ჯგუფურად და წყვილებში.
ხალისით
ასრულებდნენ ლოგიკურ ამოცანებს. წერდნენ კვირა-ში ერთხელ შემაჯამებელ ტესტებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ შეკრება-გამოკლება სხვადასხვა
ხერხის გამოყენებით. ხსნიან ამოცანებს მსჯელობით და კით-ხვების დასმით. განასხვავებენ საჭირო და ზედმეტ მონაცე-მებს. შეუძლიათ მოცემულ თემასთან დაკავშირებით თვისობ-რივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება. იყენებენ
დროის ერთეულებს შორის თანაფარდობას და მოქმედებე-ბის გამოყენებით პოულობენ დროის ინტერვალს.
მათემატიკის
საპროგრამო მასალა წარმატებით აითვისა
8 მოსწავლემ: ნინო გიგანმა, ნინო ხიზანიშვილმა,ნიკოლოზ
გაჩეჩილაძე, ანანო ვანიშვილმა , ნია ხვისტანმა, გიგი გიორგაძემ, ლუკა ქარაიამ და
სალომე კვაჭაძემ.
სუსტი ერთი მოსწავლეა: თია მამასახლისი. მას უჭირს ამოცანის
პირობაში გარკვევა . მრავალმოქმედებიანი მაგალითების ამოხსნა,უცნობი რიცხვის
პოვნა,რაზეც ყურადღებას ვამახვილებდი. მასთან ვმუშაობდიინდივიდუალურად. ვუდგენდი მარტივ ტესტებს.
ასეთმა მუშაობამ მეტნაკლებად შედეგი გამოიღო.
მათემატიკის„კინგსის“ ოლიმპიადაზე გასულები
იყვნენ: ნინო გიგანი,ნინო ხიზანიშვილი,ლუკა ქარაია, სალომე კვაჭაძე,ნია ხვისტანი, ანანო
ვანიშვილი, გიგი გიორგაძე და ნინია ასიტაშვილი. ყველა მოსწავლემ
მიიღო სერთიფიკატი მონაწილეობისათვის. მესამე ტურში გადასულებმა
ნინო გიგანმა, გიგი გიორგაძემ და ნია ხვისტანმა მეორე ხარისხის სიგელები მიიღეს.
ნინო ხიზანიშვილმა კი მესამე ხარისხის სიგელი.
განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებიან ბუნების გაკ-ვეთილებს.
მასწავლებლის დახმარებით ატარებენ მარტივ
ცდებს. გამოაქვთ დასკვნა. აკვირდებიან და აღწერენ გეოგ-რაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს სეზონების
მიხედვით,
მონაცემებს წარმოადგენენ ჩანაწერების სახით. აგ-როვებენ ინფორმაციებს დაერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს.
ხელოვნების გაკვეთილზე ხატავენ ფანქრით,პასტელით, აკ-ვარელით, გუაშით, ცარცით. ძერწავენ მარტივ ფორმებს. აწყობენ გამოფენებს. შეუძლიათ ჯგუფური მუშაობის შემდეგ წარადგინონ ნამუშევრები კლასის წინაშე. გამოთქვან აზრი და
შთაბეჭდილებები
საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
იცავენ დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის დროს .
ნახატში შეუძლიათ გადმოსცენ გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები. ხატავენ პორტრეტებს.
ქმნიან სიუჟეტებს თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით.
ბუნებასა და ხელოვნებაში საპროგრამო მასალა ყველა
მოსწავლემ წარმატებულად აითვისა.
27 ნოემბერს ბავშვები წავიყვანე ექსკურსიაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაათვალიერეს
ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილი 14
ეთნოგრაფიული ძეგლი: ქართლი , კახეთი ,
სამეგრელო , იმერეთი , რაჭა , აჭარა ,
აფხაზეთი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა... გარდა ამისა, ნახეს მუზეუმში დაცული სხვადასხვა სა-ხის ქსოვილის
(ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელის ნიმუშები), ხის,
კერამიკის, ტყავის ნაკეთობანი. გადაიღეს სურათები
და შეასრულეს ხალხური სიმღერები .
No comments:
Post a Comment